11.07.09

საყუარელ

აქ, იდეაში უნდა იყოს პოსტი იმაზე, თუ რა ძალიან საყუარელი ვარ ხანდახან :D


მაგ.: გამოცდამდე ზუსტად ერთი საათით ადრე რომ ვბლოგავ :D

ან ცუდად რომ ვარ გაუგებარი მიზეზის გამო და შიშები მაქვს და so sweet, that someone cared :)

ან რიავიც, როცა ვხვდები, რომ ადამიანებს 1000% oposite აზრი უჩნდებათ იმასთან მიმართებაში, რაც სინამდვილეშია და so sweet, რომ just, ღიმილით ვუყურებ ხოლმე მსგავს ამბებს...



მომასულიერეთ ხოლმე ხანდახან :D





lovya ppl....

ვიშ მი ლაქ :D

09.07.09

მე რომ შენ ვიყო

უცნაურ... უცნაურ...

არტიდეაზე დავდე ადრე და ახლა ვეძებდი და ვეღარ ვიპოვნე. მოაშთეს :D


ჰოდა, იყოს აქ... მაინც :)



***


მე რომ შენ ვიყო, მოვიდოდი და გეტყოდი, რომ არსადაც არ მივდივარ. რომ შეიძლება შენ ხარ მშიშარა და გარბიხარ, ან მაგდებ, მაგრამ მე მაინც ყოველთვის მოვალ და გეტყვი, რომ ვრჩები, იმიტომ, რომ ვიცი, ეს ყველაზე მეტად გჭირდება...

მე რომ შენ ვიყო, მივხვდებოდი, რომ ის, რასაც მე გაძლევ, იმაზე გაცილებით მეტია, რაც კი ოდესმე ვინმეს მოუცია შენთვის და არცერთ, არცერთ ნამცეცს არ წაგართმევდი...

მე რომ შენ ვიყო, მივხვდებოდი, რომ ყოველი ჩემი შენთან მოსვლა შენთვის ჩემგან სუსტს კი არა, ყველაზე ძლიერს მხდიდა...

მე რომ შენ ვიყო, მეცოდინებოდა, რომ შენი სიმშვიდე ვარ: ადგილი, სადაც დაღლილი, ძალიან დაღლილი მოდიხარ და ისვენებ...

მე რომ შენ ვიყო, არ გავიქცეოდი... იმიტომ, რომ როცა მე მე ვარ, გამბედაობა არ მყოფნის და გავრბივარ...




:)

06.07.09

Single vs. In a Relationship

ჰმმ... ამ შუაღამეს საქმე არ მაქვს სხვა, რა :D

ესე იგი, ჩამოვწერე პრო და კონტრა პუნქტები. ამ პუნქტებს რა გამოლევს, თან სუბიექტურიცაა თავისთავად და უთუოდ ქალური ხედვაა უფრო.

ჰოოდა, just, ჩამოვწერ:

Single:

+. არ გიწევს ვიღაცასთან გეგმების შეთანხმება.
+. ხარ თავისუფალი გადაწყვეტილების მიღებისას (ტიპა, 2 კვირით სპონტანურად სადმე წასვლა. ან სხვა ქალაქში საცხოვრებლად გადასვლა)
+. ანგარიშს უწევ mostly მხოლოდ საკუთარ თავს და მოთხოვნილებებს.
+. არ გქენჯნის სინდისი, როცა ვინმე hot ტიპით აღფრთოვანდები
+. მთელი საწოლი შენია :D
+. არ გხვდება ტელეფონზე 20 missed call და მერე გაბრაზებული მესიჯი: "სად ხარ???"
+. არ გიწევს პასუხის გაცემა კითხვებზე, როგორიცაა: "სად იყავი?", "ვისთან ერთად იყავი?","სად მიდიხარ?"
+. არ გიწევს ეჭვიანობის სცენების ატანა, როცა Just male მეგობართან ერთად რამეს აკეთებ.
+. არც შენ ეჭვიანობ (ეს ჩემნაირებისთვის :D)
+. არ გეშლება ნერვები, როცა ყოველდღე არ გწერს, გირეკავს, გნახულობს(მე ეს just, მომკლავდა :D ნუ, ეს თუ სხვადასხვა მისამართზე ხართ.)
+. არ გაყენებენ ულტიმატუმის წინაშე (ტიპა, ტატუს თუ გაიკეთებ, დამკარგავ)
+. არ გაქვს უთანხმოებები წვრილმანებზე
+. არ გიწევს კომპრომისებზე წასვლა




ჰმმ....


In a Relationship



+. გყავს ვიღაც, ვისი ნახვაც 24/7 თუ არა, mostly გიხარია
+. არ გრძნობ თავს მარტო
+. გაქვს იმედი
+. მთელი საწოლი შენი არაა :D
+. იცი, რომ სიტუაციებში, როცა სუსტდები, allways someone there, to be strong for both of you :sweet:
+. ბევრი, ბეევრი სითბო და უწი-პუწი
+. იმის შეგრძნება, რომ ვიღაცას სჭირდები/უყვარხარ/გაფასებს
+. ვიღაც, ვინც გიღებს Mostly ისეთს, როგორიც ხარ, მთელი შენი წიკებით
+. (იხ. ზემო პქტ.) ან მთელი ფილოსოფია და საინტერესო პროცესი, შეეწყო ადამიანს
+. ორმხრივი ზრუნვის მომენტი
+. ხო, კიდევ, ბევრი მოფერება, სითბო, უწი-პუწი (განმეორება ცოდნის დედააო :D)
+. Challenge -> როგორ ააწყო ურთიერთობა ადამიანთან ისე, რომ არ დაკარგო საკუთარი თავი და იყო ინდივიდი წყვილში (ტიპა, 2 in 1 კი არა, არამედ 1+1 in 1 :D)
+. just, sweet short call or sms, როცა სადმე სხვაგან ხარ (ტიპა, სამსახურში, ანუ, ზოგადად, ყურადღება.)
+. იმის შეგრძნება და ცოდნა,რომ როცა სახლში მოდიხარ სამსახურიდან ან უნიდან, დაღლილი და კარებს აღებ, სახლი ცარიელი არ დაგხვდება :love: :love:


რა თქმა უნდა, ფრიად ზერელე და ზედაპირული პუნქტებია. გაფართოებას მივიღებ კომენტარებში :D

თან მეძინება ახლა მე... :D

05.07.09

Something

Somewhere in his smile he knows, that I don't need no other lover :)
:love:

:love:




03.07.09

ჰიგიენის 5 წუთი :D

გაიზარდნენ, დავაჟკაცდნენ :D

ასე, თვალსა და ხელს შუა....


So, Chaotic proudly presents: My two Men :




01.07.09

Donate Blood, save Life

2 თვის ასაკში გამიკეთდა უმძიმესი ოპერაცია. ნუ, მაგ დროისთვის რთული და მცდარი პირვანდელი დიაგნოზის შედეგად ორმაგად გართულებული. ფაქტიურად მკვდრეთით აღმადგინეს და ვინაიდან, არ იყო ნათესავების სისხლის გამოყენების დრო, გადამისხეს ძალიან ბევრი სხვის მიერ გაღებული სისხლი.
ჰოდა, სასწაულია თითქმის ეს სისხლის ბანკი ჩემთვის. შეიძლება ამ ფაქტის გარეშეც მივსულიყავი დონორობის იდეამდე, მაგრამ ის, რომ დღეს 0,5 ლ. სისხლი გავიღე უფრო ამ ზემორე ისტორიის დამსახურებაა. ალბათ, რაღაც სახით მადლობის თქმის მცდელობა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელმაც 25 წლის წინ საკუთარი სისხლი გაიღო. :)
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი სისხლი ვინმეს გამოადგება.


:)






პ.ს. ერთი ისტორიის მერე აქტიურად ვფიქრობ ძვლის ტვინის გაღებაზეც, ვნახოთ...
ან პერიფერული სისხლის მაინც, როგორც მინიმუმი.

30.06.09

მაი ლავლი Fეტიშ :D

ვაღიარებ, ვაღიარებ, ფეტიში მაქვს ლამაზი მამრების. მიუხედავად იმისა, რომ მიწასთან გავასწორე მათი მოდგმის რაღაც ნაწილი წინა პოსტში :P მმმმ... სიმალაზეში არ ვგულისხმობ, "კაცის კვალობაზე ლამაზია", "კაცი მაიმუნზე ოდნავ ლამაზი უნდა იყოს", "მთავარია მანქანა და ფული, თორემ კაცი ლამაზი არ უნდა იყოს" მოსაზრებებს. დიახაც, რომ ლამაზი უნდა იყოს და მაიმუნთან შედარება კი სირცხვილი უნდა იყოს. დიახაც, რომ fuck ფული, თუ თვალდახუჭული იჯექი მის გვერდით, რომ შემთხვევით არ შეხედო და ხასიათი არ გაგიფუჭდეს.

ნუ, ყველას თავისი გემოვნება აქვს, არ ვდავობთ :D ან სულაც, ვხოცავთ ერთმანეთს, მაგრამ მმმმ... აი, ამას რომ შეხედავ, გიტარისტს ვგულისხმობ(Nuno Bettencourt), როგორ არ უნდა აგიკანკალდეს მუხლები??? FUCK, is he hot or what? :mmmm:






მაგრამ, აი სოლისტიც ხო, თითქოს არაა ლამაზი, თითქოს არ ჯდება ჩემს მიერ ჩამოთვლილ კრიტერიუმებში, მაგრამ მმმმ....გემრიელ... შთამბეჭდავი სახის ნაკვთები აქვს. he's got something ;)


ჰმმ, გადმოვალაგოთ ბარემ სხვა ფეტიშებიც Nuno-ს მაგალითზე:
ხმა აჰ, არ განვავრცოთ, გული გამისკდება. ხმა არის რიგით მეორე, რასაც ყურადღებას ვაქცევ :yes: აუცილებელია დაბალი ხმის ტემბრი, აი, ისეთი, მშვიდი ტონით... ხმამაღალი ხალხი, ჩემი ჩათვლით, მაფრთხობს :D მგონია, რომ ჩხუბობენ.

კანი- არ ვიცი, როგორ ავხსნა: უდიდესი მნიშვნელობა აქვს კანის სტრუქტურას. ამ კრასავჩეგს აქვს სრულყოფილი კანი, სოლისტსაც პრინციპში. + წვერის ნატამალი არ უნდა არსებობდეს სახეზე :yes: ეს ფსიქოლოგიური სტრესის შედეგია და შეგუებას დაექვემდებარა ერთადერთ შემთხვევაში.

ხომ... კიდევ ისა, მუცლის პრესი რომ აქვთ გავარჯიშებული და პატარა კუბიკები რო ეჩითებათ მუცელზე :totallyinlove:

და კიდევ სიმაღლე. ჩემი 160 სმ-ის პატონისგან თავხედური მოთხოვნაა, მაგრამ მმმ 180 სმ როგორც მინიმუმი უნდა იყოს მამრი :yes: ზემო ზღვარი, ალბათ, ასე 1,94 :D ავძახებ ხოლმე, ჩამოთქო :D

ჰმმმ... კარგი, აღარ გავაგრძელებ. გადმოვალაგე ყველაფერი რა, ufff... მე უტიფარი :D



ჰოდა, ასეთი მამრი needed :yes:
უკვე ვიცი, რომელმა ჰორმონებმა გამოიწვიეს ახლა ეს პოსტი და ასევე მინაწერი სკყპეზე: "ბავშვი მინდა კოკისპირულად" :D

27.06.09

U better think about what U're trying to say to me :D

ესე იგი, ბრძენი იყო ეს წინა თაობა, რა... ვერაფერს იტყვი... იმის წინაც... იმის წინაც და საერთოდ, ადამიც ბრძენი იქნებოდა, რომ დასცლოდა ცოტა ხანი გამოცდილების თვალსაზრისით.

ჰოდა, ამ ბრძენ ხალხს აქვს ნათქვამი, სანამ რამე სლეობას იტყვი, კააარგად დაფიქრდიო, ან საერთოდ არ თქვა არაფერიო...

ნუ, ეს ადაბტირებული ხასიათით, თორემ ისე ორიგინალში ფრიად ძველქართულად ვიცი და არ დავაბნევ დამსწრე საზოგადოებას.

ჰოდა, ამხელა კაცი რომ ხარ, თავი ძალიან მაგარი როჟა რომ გგონია და "მამენტ, ვისაააა ჩემი, რეებს მიბედავ" ფრაზა ხარ ხორცშესხმული და ქალს რომ ეტყვი: "იცმუცნები რაღაცას და იქნება მეტი გეჭამა, არსად წაიქცეო" და თან მზერას გააყოლებ ისეთს, თითქოს ეს ქალი ყოველ ჭამაზე უნიტაზზეა გადაყუდებული და მენიუს ხატავს(არადა, ფრიად ნორმალური წონის ქალს), ხომ ხარ კანონზომიერად ღირსი FUCK U, MAN- ები მოისმონო??? ხარ :yes:

ან უარესი, თუ იმდენად შორსაა ჯერ განსხივოსნება შენგან, რომ ქალს ეუბნები რაღაცაზე, "უფრო გასუქდებიო", მაშინაც ხომ ხარ ღირსი და თან ძალიან კანონიერად, რომ FUCK U, MAN!- ები და რამე ქცევის წესების ტუტორიალის თავში რტყმები აიტანო? :yes:



ჰოოოდა, ორივე შემთვევაში: FUCK U MAN!
ეს მამრთა მოდგმა მანახა ჩამოყალიბებული და მერე მომკლა რა :D რით ვერ გაიგეს, მლიაჰ, რა უნდათ.
ზრდასრული ქალი რომ 40 კგ-ს იწონის და მენჯის ძვლებს ტანსაცმლის საკიდად იყენებს სახლში როცა მიდის და ასეთ ქალზე რომ Wet Dreams აქვს, ეგეთ მამრს გავჰკარი ფრიად. :yes: :yes:


მამრებო, ჩვენ გვაპატიეთ, ჩვენ შეგვეშალა. დაგვავიწყდა გვეკითხა, რამდენი გვეჭამა დღეს, თქვენს აღმატებულებებს რა ესიამოვნებოდა -> დისტროფიკი, უნიტაზთან მიხატული, თუ XXL? დღეს გვაპატიეთ და აი, ხვალიდან გამოვასწორებთ :yes:




well, fuck u, fuck u, man ! :D




Macht weiter so, dann heirate ich meine beste Freundin :yes:





p.s. ერთგვარი ტუტორიალი, როგორ არ უნდა მოიქცე არასოდეს !

25.06.09

von wegen ბიუროკრატია

გერმანელებსაც აღარაფერი დაეჯერებათ :D

სასწავლო პროცესის შუაში ვიმყოფები, რაც იმას ნიშნავს, რომ 13 საგანი 5 ზეპირ გამოცდაზე უნდა ჩავაბარო, რათა ვიწრო სპეციალობით განვაგრძო და მივაფათახო დარჩენილი 2,5 წელი დიპლომამდე.
ამ ყველაფრისთვის საჭიროა, ჯერ რაღაც საბუთების შევსება, შემდეგ ამ საბუთებით კათედრაზე გამოცხადება და აქამდე ჩაბარებული გამოცდების და ჩათვლების წარდგენა, შედეგად მიღებული "Laufzettel"-ით 5 პროფ-თან ტერმინების შეთანხმება, თან ისე, რომ 4 კვირის ვადაში ჩაეტიოს ყველა გამოცდის ჩაბარება. ამ სიის შედგენის შემდეგ ისევ კათედრაზე მისვლა და ბეჭდის დარტყმა სიაზე და შემდეგ ნუ, გამოცდებზე გასვლა.

ჰოდა, იქ, სადაც მე არ ვიქმნი შარს, გერმანელები ხდებიან ფეთხუმები და ჯერ ვერ გაიგეს, ბოლო ჩათვლა კატედრაზე რატომ არ იყო და ბაკალავრებთან გამაგზავნსე. WHAT THE FUCK? რა მინდა ბაკალავრებში, Diploma ვარ, ბიძაჩემო :spy:
მერე ჩემი ანკეტა არ ჰქონდათ საერთოდ შედგენილი :lol:
მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ძველი მდივანი წასულა და ეს ორი ბატი 1 თვეა, რაც დასაქმდა... არაფრის აზრზე არ იყვნენ. :D
მერე დღეს მივედი კიდევ, დარჩენილი საბუთების მისატანად და პროფმა იკითხაო, რომელ სემესტრზეა საერთოდ, აქვს გამოცდაზე გასვლის უფლებაო? ჰა??? ამხელა კათედრა გაქვს, მლიაჰ, ერთი სტუდენტთა სიის ელექტრონულ ვარიანტი არ უნდა გქონდეს? გავოგნდი.
კიდევ კარგი, ხვალ აქვს ამ პროფს მიღების საათები. მივიდე, თავად გავარკვიო, თორემ ეს ქალი შარში გამხვევს.

ბოლო წერტილი დავუსვი კათედრაზე გერმანული ნიშანწყლის გამონახვას, როდესაც მდივანს საბუთების ორიგინალები და ერთი ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ასლი ვაჩვენე. ნუ, თან ვუთხარი,ამ ასლს დავტოვებთქო და მომიბრუნდა და კარგიო, წავალ ახლა დავაქსეროქსებ ამ ასლსო.... oO oO oO
ვერ იყო, აი :D


ასე არეული მაღლივის სამდივნოები არ იყო ხოლმე :D






p.s. გუშინ მითხრეს,რომ სწრაფად ვსაუბრობ თურმე,რაც არანაირ სიახლეს არ წარმოადგენდა ჩემთვის. ფრიად სწრაფად ვსაუბრობ, მაგრამ ერთი პატარა :spy: იყო მანდ: ჩვეულებრივზე ნელა ვსაუბრობდი, მეთქი კარგად გაიგოსთქო და თურმე მაინც სწრაფი ტემპია :s :s :s ამაზე ნელა როგორ უნდა ვილაპარაკო? :D ცუდ დღეში ვარ :D

22.06.09

A British Man needed :D

facebook-ის მორიგი ტესტი:

What nationality should You Date?




და აჰა, ისიც: სანუკვარი პასუხი:









ბრიტანელი კაცთან კი არა, ასეთი აღწერის მქონე ნებისმიერი ერის წარმომადგენელთან მექნებოდა Date+ თუ Babyface-იც იქნებოდა, ხომ საერთოდ :D

19.06.09

თავი რო ბლანდინკა გეგონება, ეგეთი პოსტი

ესე იგი, არანაირ დისკრიმინაციას არ აქვს ადგილი ჩემი მხრიდან, მინდა აღვნიშნო. უფრო, სტერეოტიპის მსხვერპლები რომ ვართ ქალები, იმაზე უნდა დამეწერა.


დავიწყოთ ჩემი სვიით პრაქტიკის ხელმძღვანელით: დღეს გვქონდა ლექცია.სხვათაშორის აღვნიშნავ, რომ "ს"-ს ზუსტად ისე უჩლიფინებს შიგადაშიგ, როგორც ეს მხოლოდ გერმანულად ხდება და როგორც მე გამოვთქვამ გერმანულ ს-ს ხანდახან, რაც აააა... soooo sexy გამოსდის... ამას სუუულ სხვათაშორის აღვნიშნავ :D

აღვნიშნავ იმასაც, რომ მას შემდეგ, რაც ერთმა მისით ფრიად დაინტერესებულმა ჯგუფელმა მეგობარ გოგოსთან ერთად ნახა და 3 კვირა დეპრესია ჰქონდა, მე როგორც ქალმა, რომელიც არასოდეს გადადის დაკავებულ ტერიტორიებზე თამაშის წესების დაცვის პონტში, ეგრევე უკან გადავდე ეს ჩვენი მასწი და დიდი ბედნიერება ვუსურვე მეგობარ გოგოსთან.

მაგრამ დღეს რაღაც უცნაური იყო. რამდენიმე კითხვა დასვა და რამდენჯერაც ჩვენკენ მობრუნდა, იმდენჯერ რაღაც ძალიან ფართო ღიმილი აიდო სახეზე. :spy: ბოლოს, ერთ-ერთი ფირმის წარმომადგენლის მოწვევაზე იყო საუბარი და თუ გაინეტერესებთ, მოვიწვევო და სათითაოდ შემოგვხედა ოთხივე ჯგუფს, რომელთაგანაც მხოლოდ ჩვენ ვართ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები. დანარჩენ ორ ჯგუფს ჩვეული სერიოზულობით დაუსვა კითხვა და ჩვენი ჯერი რომ დადგა, უკვე დაიწყო გაღიმება. ერთ-ერთმა ჩვენგანმა დადებითი პასუხი გასცა კითხვაზე და მეც ჩვეულებრივ ვუპასუხე, კი-მეთქი და რაღაც იმხელაზე ჰქონდა პირი ღია, რომ მეთქი, WHAT THE FUCK, BRO? ჰაა?
ტიპა, ვიცი, რომ თქვენ გკიდიათ და მამენტ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ახლა ამას თქვენთვის, მარა ჯანდაბას, გკითხავთო....
ჰოოოდა, რომ არ შეწყვიტა ღიმილი, მე ჩემი მთელი ფემინისტური შეხედულება და "როგორ მიბედავს, ვიღაც ტუსი ხომ არ ვგონივარ, ფიზ-მათ სკოლა დავამთავრე + ტექნიკურ საგნებთან მაქვს შეხება მთელი ცხოვრება. რითი ვარ ამ სხვა ჯგუფელ ბიჭებზე ნაკლები, მარტო იმით, რომ ისა....აღარ დავკონკრეტდები " ჩავრთე და რაღაც საკმაოდ გამომწვევი მხრების აჩეჩვით ვაგრძნობინე, რომ თქვენ უკაცრავად და რამე ხომ არ გეშლებათ, ბიძაჩემოთქო? მერე მთელი გზა ვქოთქოთებდი მაგაზე. აააა... ვერ ვიტან ასეთ დისკრიმინაციას. მითუმეტეს, რომ ჩვენზე სუსტი ბიჭების ჯგუფიც ჰყავს. ბრრრრ... ნახ. მაგისი სიმპატიურობა, კიდევ ერთხელ თუ გააკეთა ეგრე, სახეზე დავაბიჯებ! :D



მერე მივედი სამსახურში და ამოვისუნთქე, იმიტომ, რომ შეfი მელოდა სასოწარკვეთილი, მოვრჩეთ დღეს ამ პროექტსო, რომელიც აგერ უკვე 4 თვეა მოსვენებას არ გვაძლევს, გვაწამებს და გვტანჯავს და არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა მისთვის, მდედრი დაამუშავებდა მონაცემებს თუ მამრი :D
ჩემთვის ვიჯექი, რაღაც მონაცემებს ვამოწმებდი და ისევე როგორც, ვგონებ ყველა ადამიანი, ვინც კომპთან ზის, დიალოგს ვაწარმოებდი კომპთან, ტიპა: Ach, komm!!! Das ist doch nicht dein Ernst jetzt!! Was ist das für ein Scheiss და ა.შ. და ერთხელაც ჩემთვის ჩავიბურდღუნე, ახლა თავს მოვიკლავთქო, ისეთი არეული ფაილი იყო და უცებ, ჰოი, ღმერთო, ჩამცხე ურო: ჩემმა თანამშრომელმა გადმოყო თავი თავისი კომპიდან და აი, პატარა ბავშვი რომ დაეცემა და ტირის და მშობლები რომ აწყნარებენ უწი-პუწი, მოჩლექილი ტონით, ისე არ დამიწყო საუბარი? Oo ტიპა, "პააატალა, ლა იკო, ლატო ტილი? აააალ, იტილო ლააა"... გავცოფდი, მლიაჰ. მაგისი პატარა ბავშვი ვარ? თან არ ვარ ისე ახლოს მაგასთან, რომ ასე მელაპარაკოს და ვაფშე, ეგრე მომართვა ძალიან სფეშალ ადამიანისგანაც კი არ გამისწორდება. ნუ, ეგ თანამშრომელი რომ სთრეინჯი გახდა და რაღაც ფლირტის მცდელობები აქვს, მწარედ დავაიგნოროთ, თორემ დეპრესიაში ჩავვარდები. სლუჟებნი რომანები მაკლდა.


ჰოდა, What the fuck! რა ჰგონიათ ამათ თავები, ჰა?



კიდევ კარგი, სახლში რომ მოვედი, little sunny boy-სთან მქონდა რაღაც საქმიანი მიმოწერა და დავისვენე რა. დაჟე, ცხოვრებაში პირველ ნამცხვარს ვაცხობდი და 10 წუთში ერთხელ ვამოწმებდი და კიიიდევ კარგი, არ ეცადა, დავემშვიდებინე ისეთივე სულელური გზით, როგორითაც მთელი დღე მამშვიდებს მამრთა მოდგმა, თორემ ისეთი აცრილი ვიყავი, ცუდი ამბავი დატრიალდებოდა :D


ჰოდა, მორალი ამ ისტორიიდან: ძააალიან, ძალიან კარგად დაფიქრდით, სანამ ქალს გაუღიმებთ "ვაიმე, რა საწყალი ხარ, მოოოოდი, პატარავ, დაგეხმარო" ღიმილით. იმიტომ, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ეგ თქვენი FUCKIN' დახმარება და "გმირი ვარ, მაღიარეთ" თქვენი EGO-ს გარდა არავის სჭირდება.





ვოტ!
სადმე ხომ უნდა ამომენთხია :D

13.06.09

გონებაში ნათურა რო აენთება, ისეთი პოსტი

საერთოდ, რაზე მინდოდა დაბლოგვა?
იმაზე, რომ კვირიდან კვირამდე ყველა ბლოგზე მსგავსი შინაარსის პოსტებია?
იმაზე, რომ კვირიდან კვირამდე ვუახლოვდები ძვირფას აგვისტო-სექტემბერს, სადაც ძალიან ბევრი რამე უნდა გაირკვეს?
იმაზე, რომ ადამიანებს აქვთ რაღაც წარმოდგენა, როგორი უნდა იყოს შენი ცხოვრება და ყველანაირად ცდილობენ, დაგაჯერონ, რომ სხვანაირად არ შეიძლება?


well, fuck'em, fuck it all...

სხვა რამეზე მინდა დაწერა, ეს ზემოთხსენებულები, just, ბულშითია.

ამჟამად ვკითხულობ გამსახურდიას "ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველებას". უუუუჰ, ძალიან საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ სახისმეტყველების მიხედვით გვიხსნიდა ჩვენი მასწავლებელი მეცხრე კლასში, ბევრი რამე ახლა გავიგე და წავიკითხე პირველად. ჰოდა, მიჯნურობის თემასთან დაკავშირებულ აბზაცებს ვითხულობდი. თუკი ამ შემთხვევაში ცოტა ხნით გადავუხვევთ პოემის ალეგორიულ და ფილოსოფიურ და თეოლოგიურ არსს და მიჯნურობას მიწიერი თვალით შევხედავთ, რასაც ვერ გაექცევი მეცხრე კლასში და გვიანაც "უბრალო გონების" ხარჯზე, ერთ ლამაზ დასკვნამდე მივალთ. ყოველ შემთხვევაში, მე მივედი საკუთარს მაგალითზე: აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია ვეფხისტყაოსნის სწავლება სკოლაში და თან მეცხრე ან მეათე კლასში. ოღონდ, ისეთი მასწავლებლებისგან, რომლებსაც არ უწევთ განმარტებებში ქექვა, ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობის საძიებლად. გუშინ დავფიქრდი და მივხვდი, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩამომიყალიბდა აზრი ამ პოემის ზეგავლენის ხარჯზე. აი, თუნდაც სიყვარული ავიღოთ (მიწიერი ამჯერად), პოემაში უდაოდ ყველა ერთგულია თავისი სიყვარულის. არცერთ მამრობით გმირს არ მოსდის აზრად "უფ, ცოტა განვიტვირთები, მთელი ცხოვრება ერთი ქალი მტერს უყვარდეს"-ო. აღარაფერს ვამბობ გმირობებზე, რაც ალბათ, გადაჭარბებულად გავაიდეალე :D

ჰოდა, რა გასაკვირია, თუკი ალერგიულად მაყრის ჩითერებზე? სხვა თემებზე, როგორიცაა მეგობრობა და ასე შემდეგ, სხვა პოსტში, თუკი მომინდა დაპოსტვა, მაგრამ რაც პარტნიორებს ეხება, "ჭადზე გაზრდილის" არ იყოს, "ვეფხისტყაოსანზე გაზრდილი" გამოვდივარ, როცა აბსოლუტურ მონოგამობას ვითხოვ :)


that's all :)

11.06.09

A lot, but still not all about me :)

Facebook-ზე არის აპლიკაცია All about me


რა თქმა უნდა, ყველაფერი გადაჭარბება იქნებოდა, მაგრამ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მოგროვდა...
3 დღის წინ შევავსე. ჰოდა, აქაც იდოს :)



Hair Color: Red (at the moment)
Eye Color: it depends
Height: 160
Relationship Status: not in a relationship
Religious Views: greek orthodox
Favorite Color: green
Favorite Car: VW- Beatle
Favorite Movie: Reality bites, Matrix, all about my mother etc.
Favorite Song/Singer: High Hopes (PF), brain damage(PF), The Kill(30sec.to mars), Lulaluleia(nino) etc etc
Favorite Vacation Destination: Rio
Favorite Childhood Friend: Ana
Favorite Baby Name: Luka, Lile
Favorite Person In Your Life: mmm... my Dad

Coke or Pepsi : none
Beer or Wine: Both :D
Coffee or Tea: Coffee
Apple Juice or O.J.: O.J.
Facebook or MySpace: both
Summer or Winter: Summer, Summer, Summer
Cats or Dogs: none of them
Rain or Shine : Shine
Chips or Popcorn: Both :s
Plane or Boat: Plane
Money or Love: Love :nod:
House or Apartment: House

Have Any Pets: yeap
Have Any Children: no
Smoke: no
Drink: yeap
Exercise: yeap
Spend Your Life On Facebook: not exactly
Play On A Sports Team: no
Belong To Any Organizations: NO !
Like To Cook: sometimes
Play An Instrument: learning right now
Sing: a lil' bit
Dance: jein :D
Speak Multiple Languages: ja
Ice Skate: no
Swim: no :blush:
Paint: no
Write: ja
Ski: no :(

Describe Yourself In One Word: chaotic
Biggest Fear: snakes
#1 Priority In Your Life: Be happy
Dream Job: making Films or sth. like that
Special Talents: sleep, eat, sleep, eat... hmm... what else???
Where Are You Right Now: Munich
Where Would You Rather Be: at home
Famous Person You Want To Meet: Jared Leto :S
Place To Visit Before You Die: Yucatán
Song Played At Your Funeral: I'll not be able to listen to it, so who cares? :D

Have you laughed until you cried: yeap
Have you found out who your true friends were: not exactly.... sadly
Met someone who changed you: yes
What were you doing at midnight last night: Blogging
Name something you CANNOT wait for: graduate from University and fly home :s
Have you ever talked to a person named Tom: Tom??? myspace Tom???
What is one thing you wish you could change about your life: my life
Last time you saw your father : 12.05.08
Most visited webpage: chaochaotic.blogspot.com

I am listening to: Valerya talking :D
Maybe I should: learn
I love: being loved
My best friend(s): ups... there are many...
I don't understand: cheaters, polygamous ppl, Nazis, racists, bitches
I will always be: The most romantic realist and the most realistic romantic... :)
I never ever want to lose: my faith
I get annoyed when: when someone lies to me, aspecially when I know the truth already :D
Do you like parties?: yeap

08.06.09

Have you ever really...





ფაქტიურად ტუტორიალია, რა :)


To really love a woman
To understand her - you gotta know her deep inside
Hear every thought - see every dream
N' give her wings - when she wants to fly
Then when you find yourself lyin' helpless in her arms
Ya know ya really love a woman

When you love a woman you tell her
that she's really wanted
When you love a woman you tell her that she's the one
Cuz she needs somebody to tell her
that it's gonna last forever
So tell me have you ever really
- really really ever loved a woman?

To really love a woman
Let her hold you -
til ya know how she needs to be touched
You've gotta breathe her - really taste her
Til you can feel her in your blood
N' when you can see your unborn children in her eyes
Ya know ya really love a woman


When you love a woman
you tell her that she's really wanted
When you love a woman you tell her that she's the one
Cuz she needs somebody to tell her
that you'll always be together
So tell me have you ever really -
really really ever loved a woman?

You got to give her some faith - hold her tight
A little tenderness - gotta treat her right
She will be there for you, takin' good care of you
Ya really gotta love your woman...

05.06.09

post-Bday-Post

:D

ესე იგი, ვინაიდან ჩემს დაბადების დღეზე დატრიალებული კოქტეილების ზეგავლენის გამო, 2 დღე შეურაცხადი ვიყავი, მოკლე მონახაზს გავაკეთებ მხოლოდ.

არასოდეს, არასოდეს არ აურიოთ ბევრი ალკოჰოლი! მე დავლიე ყველაფერი, რისი დალევაც შეიძლებოდა: ჩემი 2 კოქტეილი, რომელთაგან ერთი ბარმა "მაჩუქა", ანუ მე თავად გამაკეთებინეს :cool:, კიდევ ყველას შეკვეთილი კოქტეილიდან მოვწრუპე ცოტ-ცოტა და ბოლოს 3 shots, რომელთაგან ერთე-რთში 3 სახეობის ვისკი და კიდევ რაღაც გაურკვეველი წარმოშობის არაყი ესხა... აი, როგორც ქართული ფოლკლორი შთაგვაგონებს: ბოლო ჭიქა არ უნდა დამელია :D :D

მაგრამ კარგი იყო... მმმმ... ძალიან კარგი... მერე რა, რომ მეორე დღესაც კი მთვრალი ვიყავი და ლამაზ ლექტორთან დავალება ვერ დავამთავრე და დღეს წინა დავალებები გაარჩია ჩვენთან ერთად და მერე შემპარავი ღიმილით გვითხრა, ბოლო დავალება რაღაც თითქმის არ გაგიკეთებიათო... ეტყობა, ისეთი საწყალი თვალებით შევხედეთ, რომ მსწრაფლვე გადააკეთა, ნუ, ცოოოტა რაღაც იყო გაკეთებულიო...
მერე რა, რომ ასეთ შემთხვევებში ძალიან მრცხვენია ხოლმე...
მერე რა, რომ ვალერიამ სხარტად უპასუხა, ორშაბათს დავიწყეთ კეთებაო, სამშაბათს დაბდღე ჰქონდა ქრისტის და არ მოვედით უნიშიო loool (ამაზე ისე საყვარლად გაიღიმა და ნუ, თუ დაბდღე გქონდა მაშინ გილოცავ მოგვიანებითო)...
მერე რა, რომ მე მთელი ამ ხნის განმავლობაში რაღაც დამნაშავე უმცროსი დის ღიმილი მქონდა აფარებული სახეზე, აი, უფროს ძმებს რომ ყველაფერს გააკეთებინებ, ისეთი :user: ღიმილი...
მერე რა,რომ აბსოლუტურად მიუწვდომელ ტიპებზე მაქვს ხოლმე Chrush...

მერე რა, რომ ლეტო არ მიმიღია საჩუქრად, სამაგიეროდ
J. Kerouac-ის On the road, :love: :love:
Pink Floyd-ის Ummagumma (live and studio Albums), :love: :love:
თმის უთო
და
2 ბილეთი კინოში წასასვლელად

+ უმაგრესი საღამო უმაგრეს ხალხთან, ვგონებ არც თუ ისე ცუდი ჩანაცვლებაა ზემოთხსენებულის :D





p.s. ნანიკომ ბლოგი რომ ნახა, გეთქვა, რომ ეგ კაცი გინდოდა, რომ მარბენინე ამ წიგნებზე და CD-ბზეო, ისე ბუნებრივად შეიცხადა, თითქოს მართლა მოახერხებდა შეფუთული ჯერედის ჩუქებას :D :sweet:



thank U, guys...

:2kiss:

02.06.09

Happy Birthday to ME

ოოდა, მომილოცა.... მომილოცა :D





დაბდღის იდეალური საჩუქარი იქნებოდა ეს:




მოკლედ ყურებამდე და ზემოთ შეყვარებული ვარ ჯერედზე :user:

მმმ....


5 დღეში ყველა ფილმი ვნახე, სადაც თამაშობს + 30 Seconds to Mars-ზე ვიძინებ და ვიღვიძებ + ერთი 90-იანი წლების თინი-სერიალის ნაწყვეტებსაც კი ვუყურე, მაგის გამო :D


luvya... luvya....






Isn't he perfect???? :love: :love:

30.05.09

აი ემ სოუ ქუულ :D

:yes:

:yes:


ესე იგი, 3 თვეა შაქარს არ ვიყრი ყავაში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეში მინიმუმ 6 დიდ ჭიქა ფილტრის ყავას და მინიმუმ 5 ჭიქა ჩაის ვსვამ, გამოდის, რომ ამ დროის განმავლობაში ორგანიზმს ავაცილე დღეში საშუალოდ 30 კოვზი შაქარი :Oo


2 თვეა მაკარონი და იტალიური სამზარეულო თავის პიციანად მივაბარე ღრმა წარსულს. არადა, რთულია, სახლში რომ მოვდივარ ყველაზე იოლად და სწრაფად ეგ კეთდება :S

3 კვირაა არ მიჭამია პური, მოსუხარო რაღაცაზე გადავედი. ქართულ რეალობაში არ მოიპოვება და ვერ ავხსნი რაც არის. იმასაც რუხი ფქვილისგან დამზადებულს მივირთმევ...

ჰო, შიგადაშიგ ტკბილეულზე უარს არ ვამბობ და დანარჩენ საკვებს, ტიპა ხორცეული, რძის ნაწარმი, ბრინჯი და ა.შ. მივირთმევ ჩვეულებრივ. არ ვაწესებ არანაირ ლიმიტს, რადგან ჩემი ყველა წინა დიეტის სუსტი წერტილი იყო დაწესებული ლიმიტი.


კიდევ დავრბივარ კვირაში ერთხელ ნახევარი საათი და ასევე კვირაში ერთხელ ქართულ ცეკვაზე ვიხოცებით საშუალოდ 2,5 საათი...


ჰოოოდა, ურა , ვაშა, მრავალჟამიერ !!!

ნოემბერში დავიწყე ყოველთვე ამ ზომების ჩანიშვნა და მაისში ეს შედეგები მაქვს :D




30 ნოემბერი 2008 vs. 30 მაისი 2009

წელის გარშემოწერილობა: 81,5 vs. 75,5
მუცლის გარშემოწერილობა ჭიპთან: 92 vs. 84,5
თეძოს გარშემოწერილობა: 91,5 vs. 88,7




ჰა, ვარ თუ არა cool


:D


:yes:

:yes:

21.05.09

my fav cities

(ფოტოებიან პოსტს ვუმუღამებ :D)

ჰმმ...

რაღაც პატრიოტიზმი და ამბები რომ გვერდზე გადავდგათ, საცხოვრებლად ავირჩევდი ამ ქალაქებს:

1. სოხუმი... რავიცი, ალბათ ნოსტალგიის ამბავში



თითქმის აღარც მახსოვს, როგორი იყო, მაგრამ აი, ძალიან მინდა


2. გაგრა. ვგიჟდები, მიუხედავად იმისა, რომ მგონი ერთადერთხელ ვარ ნამყოფი. ფოტოებს რომ ნახავ, არ შეიძლება არ გიყვარდეს. + აქაც ნოსტალგიის ამბავი





3. ბათუმი.



ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ქალაქი. ძალიან მენატრება. რაღაც მშვენივრად წარმომიდგენია ჩემი თავი მსგავს ქალაქში, სადაც არ უნდა ამტკიცო, რომ ხოხობი შენი ძმა თუ არა, გარე ნათესავი მაინც იყო და ესე იგი, გაქვს უფლება იქ ცხოვრების. ხშირად მეღიმება თბილისის მაგალითზე: 8 წლიდან, ანუ, რაც ვაზროვნბებ, თბილისში ვცხოვრობ. ზუსტად იგივე ქალაქში გავიზარდე, ზუსტად იგივე სკოლაში ვიარე, ზუსტად იგივე ტრანსპორტით ვმგზავრობდი, ზუსტად ისევეა ჩემი დედაქალაქი და ჩემი, როგორც სხვა ყველასი და როგორც სხვა ყველა ქალაქი და მაინც ფერმიშენი რატომ მჭირდება და ბოდიშს რატომ უნდა ვიხდიდე, მანდ რომ ვცხოვრობ, ვერ ვხვდები :D რომელიმეს წამით მაინც ჰგონია, რომ სოხუმელი ან გაგრელი თავისი ნებით გადმოვიდა თბილისში საცხოვრებლად და რბილად რომ ვთქვათ, 10000ჯერ უკეთესი სიტუაცია სასტუმრო "ივერია"-ში გაცვალა???
ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვგიჟდები თბილისზე, მაინც ბათუმში გადავალ ალბათ, თუ დამცალდა :D



ნუ, ალბათ შეიმჩნევა, რომ ჩემი fav ქალაქები ზღვის ნაპირას უნდა იყოს. ამ თემას არ ჩავუღრმავდები, დეპრესიაში ჩამაგდებს :D


ამ სამი ქალაქიდან ორი ისეთი დაკარგულია, რომ მეტი არ იყოს ჩემი მტერი, მანდ შეგიშვანო, როგორც ბებიაჩემი იტყოდა. :(


დარჩენილთაგან ბათუმს და თბილისს ჰყავთ დედამიწაზე ორად ორი კონკურენტი:

1. ათენი




მმმ. უთეთრესი, ულამაზესი, უთბილესი. აი, ისეთი ამინდით, მე რომ მიყვარს+ ზღვით...

გემრიელ...





და დედამიწაზე ყველაზე ულამაზესი ქალაქი: რიო



არ ვყოფილვარ არასდროს, სხვა ქალაქებიც მინახავს, მაგრამ სულ მგონია, რომ "ჩემი" ქალაქია :D
ჩემი ოცნებაა, რიოში მოვხვდე ერთხელ მაინც ცხოვრებაში.


სულ ეს იყო.
რამდენი წელი გავა არ ვიცი, მაგრამ როდესღაც დავდებ ამ ბლოგზე რომელიმე ამ ქალაქში ჩემი საცხოვრებლის სურათს

:D

18.05.09

აი ემ სოუ მტირალ

ემო პოსტი არაა... feel free to read it :)


აი, ამას არცერთი ჩემი ნაცნობი არ დაიჯერებს, არაფერს ვიტყვი ახლო მეგობრებზე.
ძალიან იშვიათად ვტირი. კიარადა, შეიძლება თითზე ჩამოვთვალო სიტუაციები, როცა მიტირია და ვინმეს ვუნახივარ.
მააგრამ... არის აქ ერთი მაგრამ: საკმარისია, ბემბის დედა მოუკლას მონადირემ, სიმბა გაიქცეს სახლიდან, წიგნის პერსონაჟს აუწყონ, რომ დედა მოუკვდა, ფილმში გმირმა გაიხსენოს ღრმა ბავშვობაში გადამხდარი ამბები და ჩემი თვალებიდან დიიიდი ჩანჩქერი გადმოედინება :D

დუმბაძის კომედიებზეც კი ვღნავი. ვერც ვხსნი, რატომ... აი, ვსენტიმენტალურდები. "მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" ის მომენტი თუ გახსოვთ, ილიკო რომ ეტყვის ილარიონს შუშის თვალზე და მერე როგორ აწყნარებს... აი, მასე მგონი ჩემი არცერთი ნათესავი არ გამომიტირია :D

ემოციური პიკი მქონდა მეორე კურსზე, წინა დღეს რამე მელოდრამას თუ ვუყურებდი, უნიში ვერ მივდიოდი, ტიპა, "ნახ. რად მინდა სწავლა, მაინც ბულშითია ყველაფერი".


რეალურ ცხოვრებაში ტირილს რაც ეხება, ყოფილა ეგეთი შემთხვევებიც... ძალიან ცოტა, მაგრამ ყოფილა. ძირითადად ისინი აღწევენ ამას, ვინც აი, უუუკიდეგანოდ და უსაზღვროდ "პატივში მყავს", კიარადა მყავდა. იმდენად დიდი საშინელება უნდ გამიკეთოს ვინმემ, რომ ვიტირო, რომ მერე საერთოდ ხმის გაცემაზეც კი ზედმეტია საუბარი (სიაში პირველი ჩემი ბროა->კონტაქტის პროცენტული მაჩვენებელი ნულს უახლოვდება).


ეს რას მოვაყოლე: დოლორესმა დამილინკა ეს ვიდეო
(აუცილებლად ნახეთ რაა.. ჩამატების ფუნქცია გათიშული აქვს და ვერ ვამატებ).

თავიდან 1000 საქმეს ვაკეთებდი ერთად და თან ვუსმენდი და რატომღაც ველოდი რაღაც ისეთს, ტიპა, ამბიციურ ბებოს, რომელიც ტელევიზორში ხელს დაუქნევს ხალხს და ბედნიერია და უცებ სიმღერა დაიწყო და გავქვავდი!!! არ ვიცი, რა მჭირდა, გაოგნებული ვუყურებდი ქალს. ჟიურის კომენტარები იყო 100%-ით სწორი... თან მიუხედავად იმისა, რომ ასეთ კასტინგებში ხალხს რომ აპახაბნებენ, გული მისკდება და ვნერვიულობ, რაღაც მომენტში მეც ხომ დარწმუნებული ვიყავი თავიდან, რომ ვერ იმღერებდა კარგად?! მერე რა, რომ წინასწარ მეცოდებოდა, რომ დასცინებდნენ?! ის, რომ არ ველოდი სუზენისგან ასეთ შესრულებას, უკვე დიდი ტრაკული საქციელია ჩემი მხრიდან. :(
... ეს ქალი რომ გამოსულიყო და ჟიზელ ბüნდჰენის ტანი ჰქონოდა, ყველა რაღაც სასწაულს დაელოდებოდა მისგან... საზიზღრები ვართ ხანდახან. :(


ჰოდა, მას შემდეგ დღეში რამდენჯერ ვუყურებ და რამდენჯერ ვღნავი, არ ვიცი :D

და ახლა რატომ ვღნავი: ჯერ იმიტომ, რომ მიხარია, რომ თავი არ გაიხადა სასაცილოდ, გამოვიდა და პირიქით, სახე აახია ყველას. მერე იმიტომ, რომ აი, უუუსაზღვროდ მიხარია and happy for her, რომ ოცნება აიხდინა, რომ ის შანსი, რომელსაც ელოდა ამდენ ხანს, მიეცა და რომ თავისი წილი რაღაც ბედნიერება გადახდა 47 წლის ასაკში, როცა შეიძლება ბევრი უკვე ხელს იქნევდეს, რაღა დროს ჩემი ეგეთებია, ლუზერი ვიყავი და დაველოდები ახლა, როდის მოვკვდებიო... და რომ უყურებ, რა ბედნიერია იმ წამს და არ ვიცი, როგორი თვალები აქვს, არ შეიძლება, არ შეგიყვარდეს :no:
და არადა, რამდენი სუზენია დედამიწაზე, ვინ მოთვლის... და მერე იმაზეც ვღნავი, როგორც წესი, რომ იმ დანარჩენებს ის შანსი ისევე არ მიეცემათ, როგორც აქამდე არ მიეცემოდათ...


just, უყურეთ რაა...

15.05.09

კვირის ღირსშესანიშნაობანი

იშვიათად ვწერ ასეთ პოსტებს, მაგრამ არა უშავს...

ჯერ ბლოგის ირგვლივ:
3 გამომწერი დამემატა.
მეც გამოვიწერე რამდენიმე ბლოგი...
რამდენიმე ბლოგის წაშლა მინდა, მაგრამ ზუსტად მაგ მომენტში კარგი პოსტი გამოჩნდება ხოლმე და ვტოვებ.
ჰო, აქ უნდა დავდო აღსარება: ვეეეერ ვიტან read more-ს. აი, 4 ბლოგია, ვისთანაც ვაკლიკავ,რომ გავაგრძელო კითხვა, დანარჩენს რიდერში ვსკროლავ... რიდერი იმისთვის მაქვს, რომ ყველაფრის ერთ ადგილას თავმოყრილად ქონა მინდა და უოთ ზე ფუცკ ეს რიდმორი. ბაი ზე ვეი: ვინმემ თუ იცის, რიდერში თუ შემიძლიან ასეთი რიდმორების გაშლა, დამიკომენტეთ.

კიდევ არ მევასება ბევრი ფოტო პოსტში...:user: ვაფშე არ მევასება ორზე მეტი ფოტო პოსტში... ერთი პიკოლინას დადებულებზე ვკაიფობ, იუმორის ამბავში.

ეს ორი რაღაც ისე, ახლა გამახსენდა უცაბედად...


კიდევ, ველაპარაკე ჩემს ძაააალიან დიდი ხნის მეგობარს. მმმ... კარგად ვიხალისეთ. ისეთი შეგრძნება მქონდა საუბრისას, რომ ზუსტად ისეთი ვახსოვარ, როგორიც ვიყავი 5 წლის წინ და იმ "მე"-ს ელაპარაკებოდა. სვით :D

კიდევ, ფეხმძიმეთა სიას შეემატა ნათლიაჩემი... ფეხმძიმეების ბუმია. ღმერთმა ამრავლოს გაბერილები :love: :love:


ხო და კვირის თავსატეხი: ჩემი ყოფილი მეგობრის დედამ მომწერა სმს... ძააალიან დიდი ხანია არ შევხმიანებივარ. არ მინდოდა, ისე გამოსულიყო, თითქოს ჩერეზ მაგით ვიგებ რაღაცეებს ან თითქოს რამეში ვიყენებ. ბოჟე უპასი... just, კარგი ქალია და დიდი სიამოვნებით მექნებოდა კონტაქტი, მაგრამ იმ ფაქტს ვერ გადავდგამ გვერდზე, რომ მისი შვილი სასიკვდილოდ გადამეკიდა. :) იმედია, არ მომიწევს ამ თემაზე დედამისთან საუბარი. არ მინდა... რაღაც ძალიან ნიჩესნი იქნება. მითუმეტეს, რომ აბსოლუტური Ice Age გვაქვს 1 წელზე მეტია.


ხო, კიდევ ჩემს მეგობარ ბიჭებთან არ მილაპარაკია კარგა ხანია... მომენატრნენ ცოტა არ იყოს... :(


და ბოლოს, ადრე მეწერა სადღაც, ძალიან ბევრ აქაურ მეგობართან აღარ ვმეგობრობ ძველი ინტენსიურობითთქო. ჰოდა, ახლა მიკვირს, აი უაღრესად მიკვირს, როგორ ვუძლებდი არატოლერანტულობის ასე ღია და აღუწერელ გამოვლინებებს. 10 წუთში ვიღლები... :D




პ.ს. ლოოოოლ

ამ პოსტის წერისას გამართული დიალოგი, ამ წარწერით და ჩემი სისუსტეებით გამოწვეული...




nino : me migixvdi mag statusis shinaarss
nino : :P
nino : :P
nino : :D
Chaotic : :D
Chaotic : aba aba
Chaotic : rashi mdgomareobs?
Chaotic : :D
nino : gevaseba ra ashkarad bavshvebi
nino : :P
nino : :D
nino : :D
Chaotic : looooooooooooooooooool
Chaotic : es midis chems blogze
Chaotic : :D
nino : xoo
nino : axali gak rame
Chaotic : debilo
Chaotic : 18 dgeshi dabdge maqvs
Chaotic : :D
nino : uiiiiiiiiiiiiii
nino : ormagi azri devs mashin
nino : :P
nino : :D
Chaotic : :D:D:D:D
Chaotic : lol
Chaotic : au magari iyo
Chaotic : vifiqre xo ici, vigaca magasac ifiqrebstqo
Chaotic : :D