RSS

მე რომ შენ ვიყო

უცნაურ... უცნაურ...

არტიდეაზე დავდე ადრე და ახლა ვეძებდი და ვეღარ ვიპოვნე. მოაშთეს :D


ჰოდა, იყოს აქ... მაინც :)



***


მე რომ შენ ვიყო, მოვიდოდი და გეტყოდი, რომ არსადაც არ მივდივარ. რომ შეიძლება შენ ხარ მშიშარა და გარბიხარ, ან მაგდებ, მაგრამ მე მაინც ყოველთვის მოვალ და გეტყვი, რომ ვრჩები, იმიტომ, რომ ვიცი, ეს ყველაზე მეტად გჭირდება...

მე რომ შენ ვიყო, მივხვდებოდი, რომ ის, რასაც მე გაძლევ, იმაზე გაცილებით მეტია, რაც კი ოდესმე ვინმეს მოუცია შენთვის და არცერთ, არცერთ ნამცეცს არ წაგართმევდი...

მე რომ შენ ვიყო, მივხვდებოდი, რომ ყოველი ჩემი შენთან მოსვლა შენთვის ჩემგან სუსტს კი არა, ყველაზე ძლიერს მხდიდა...

მე რომ შენ ვიყო, მეცოდინებოდა, რომ შენი სიმშვიდე ვარ: ადგილი, სადაც დაღლილი, ძალიან დაღლილი მოდიხარ და ისვენებ...

მე რომ შენ ვიყო, არ გავიქცეოდი... იმიტომ, რომ როცა მე მე ვარ, გამბედაობა არ მყოფნის და გავრბივარ...




:)

4 Kommentare:

ნან hat gesagt…
Dieser Post wurde vom Autoren entfernt.
Chaotic hat gesagt…

უპს... სამწ, დრო ვერ გამოვნახე, რომ აქ უკვე წაშლილზე მეპასუხა, მაგრამ ვითვალისწინებთ რა ავტორის უფლებას, ვტოვებ უპასუხოდ :)

embrioni hat gesagt…

ragac tbilia :)
da me ra maintresebs ici,rato gvchirdeba xolme, ,,me ro shen viyo'' formulebi da rato ar shezliat tviton rc arian ise mixvdnen,ra gvchirdeba :P :P ???
an tvoton ro daceron rame msgavsi,ra saxe eqneba...prnciphsi eg ufro mainteresebs...

Chaotic hat gesagt…

@ embrioni,

ნუ, იმასაც უნდა დავჯერდეთ ხანდახან, ჩვენი ნახერი "წერე და იკითხე"-ში არ გადაგვექცეს. კითხვაც ეზარება ზოგს, რისი დამწერები არიან :D

:(

ისე, მათი დაწერილი საინტერესო იქნებოდა

Related Posts with Thumbnails